Робота для біженців з України
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა, ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა. ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 350 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე თბილისში.

განაკვეთი: კვირაში 6 სამუშაო დღე და 1 დღე დასვენება, 08:00-დან 17:00 მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ შემუშავებული რეცეპტის საფუძველზე საცხობი ნაწარმის მომზადება;
** რეცეპტურის ზედმიწევნით დაცვა;
** ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნაწარმის გამოცხობა;
** პროდუქციის დახლზე დროული მოხვედრის უზრუნველყოფა, შეკვეთის მიხედვით;
** პროდუქციის იერსახის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის კონტროლი;
** მაცივრების სისუფთავეზე ზრუნვა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სავალდებულო არ არის მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge, გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject- ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 121 121, 591 50 17 94, 577 44 40 16.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე