Робота для біженців з України
დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ოქტო არტჰაუსი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სამშენებლო კომპანია "ოქტო არტჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

მოვალეობები:

** დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებისა და გაფორმების მონიტორინგი;
** მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ დაარქივება;
** სამშენებლო ობიექტზე არსებული ყველა სახის პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად დაარქივება;
** შემოსული კორესპონდენციის გაცნობა, დახარისხება და ზუსტი აღრიცხვა, გადაგზავნა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
** პერიოდული შესრულებული საქმის ანგარიშის მომზადება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების შეთავსება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კანცელარიის, დოკუმენტბრუნვის მიმართულებით სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: teonakanteladze89@gmail.com

საკონტაქტო ტელ: 598106900
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე