Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ვეზირი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
შპს "ვეზირი" იწყებს კადრების შერჩევას ტექნიკოსის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 5 (ხუთი)
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31/05/2024
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 1/06/2024
თანამდებობის ზოგადი მიზანია: პროექტის შესაბამისად საინსტალაციო სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სპეციალობა-ტექნიკური;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** უპირატესობად ჩაითვლება ელექტრიკოსის თანრიგის ქონა;
** ინგლისური ენა "Intermediate"დონეზე, რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
** IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების სტანდარტების მიხედვით და კაბელების ცოდნა.
** ტექნიკური ნახაზის გარჩევა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრული და სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი,
** დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია.
** IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია.
** IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია სტანდარტების მიხედვით.
** სქემების გრაფიკული დახაზვა.
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა.
** ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტექნიკოსების გუნდის მართვა, ინსტალაციის დროს პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში დროული ინფორმირება PM-ის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის
** პროექტის მიხედვით სტრუქტურული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხების და აქსესუარების დიზაინი, ჩამონათვალის გაკეთება.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: კომბინირებული (ფიქსირებული (1000 ლარი) + გამომუშავებითი კომპონენტი);
** ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო პაკეტი - საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, სადაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე იმუშავებს შუალედში 1 საათიანი დასვენების გათვალისწინებით, ხოლო შაბათ დღეს - 5 საათი; (პროექტის მიმდინარეობის შესაბამისად, შეიძლება სამუშაო განრიგი შეიცვალოს, თუმცა გარანტირებულად დაცული იქნება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7 (პროექტებიდან გამომდინარე სამუშაო ობიექტი ცვალებადია)
** ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თვენი CV გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@veziri.net SUBJECT_ის ველში მიუთითეთ ტექნიკოსი დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე