Робота для біженців з України
კონსულტანტი - კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: თ.ზ.დ. სამშენებლო მასალები
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სამშენებლო-სარემონტო მაღაზია შპს "თ.ზ.დ" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

მდებარეობა: ნიკოლოზ ხუდადოვის 162
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი; (საშუალო ანაზღაურება 1300-2000 ლარი)

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
** სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
** პროდუქციის გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, გამოგვადგება.
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: companytzd@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 09 07 33
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე