Робота для біженців з України
სადემონსტრაციო პროექტის კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადემონსტრაციო პროექტის კონკურსი
მომწოდებელი: Georgia`s Environmental Outlook
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
თანდართული ფაილი: 544933_danarti_5395793.zip
ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მცირე ზომის სასტუმროში მზის მიკროელექტრული სადგურის მონტაჟი

პროექტი: "მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა ტურიზმის სექტორში"

ორგანიზაცია "Georgia`s Environmental Outlook" (GEO) UNDP/GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გლობალური გარემოს დაცვის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა ტურიზმის სექტორში" (შემდგომში პროექტი). პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია ჩოხატაური და ოზურგეთი. მსგავსი პროექტი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და აჭარის ა/რ-ში. პროექტი მიზნად ისახავს მასპინძლობის სექტორში მომუშავე მცირე ზომის სასტუმროებს ხელი შეუწყოს ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და გავრცელებაში.

მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა ნიშნავს ნაკლები სათბურის აირების გაფრქვევას და შესაბამისად გლობალური დათბობის პროცესის შეფერხებას. ამიტომ მწვანე ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება, გარდა ენერგიის და შესაბამისად ხარჯების დაზოგვისა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

კონკურსის პირობები:

საგრანტო კონკურზე წარდგენილი განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** განმცხადებელი უნდა იყოს სასტუმროს შენობის მესაკუთრე და თვითონ უნდა ახდენდეს სასტუმროს ოპერირებას;
** სასტუმრო უნდა იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 20 ადგილიანი;
** დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული ტექნოლოგიის საჭიროება და აქტუალობა სასტუმროსთვის;
** უზრუნველყოფილი უნდა იყოს შერჩეული ტექნოლოგიის ტექნიკურად გამართული ექსპლუატაცია;
** მიეთითოს ტექნოლოგიის ექსპლუატაციის პოტენციური რისკები და მათი შემცირების/პრევენციის გზები;
** პროექტის განმახორციელებელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე მზად უნდა იყოს საკუთარი სახსრებით დააფინანსოს სადემონსტრაციო პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 20%;
** კონკურსში გამარჯვებულმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი რეესტრიდან და ცნობა ბანკიდან, რომ არ აქვს დავალიანება.
** პროექტის ფარგლებში დაფინანსდება მზის მიკროელექტრული სადგურის (ე.წ. მზის პანელების) შესყიდვა და მონტაჟი.

გრანტის გაცემა

კონკურსის ფარგლებში პროექტის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხა შეადგენს 9, 600 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. სადემონსტრაციო პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია სასტუმროს მხრიდან მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობა.

ტექნოლოგიის და მონტაჟის მომსახურების შესყიდვა განხორციელდება GEO-ს მიერ ტენდერის წესით შერჩეული კომპანიის საშუალებით. მზის მიკროელექტრული სადგურის გადაცემა გამარჯვებული განმცხადებლისთვის მოხდება მათთან გაფორმებული კონტრაქტისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის პირობები და დაფინანსების პრიორიტეტები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს - საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** საქმიანობდეს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში - ოზურგეთი და ჩოხატაური;
** ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი ოპერირების გამოცდილება;
** ჰქონდეს გამჭვირვალე საბუღალტრო სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან;
** არ ჰქონდეს ბიუჯეტის და საფინანსო ინსტიტუტის (ბანკის) მიმართ დავალიანება;
** არ ჰქონდეს ყადაღა საბანკო ანგარიშებზე და ქონებაზე (სასტუმროზე);
** ტექნოლოგია უნდა დაინსტალირდეს განაცხადში მითითებული სასტუმროს ფაქტობრივ მისამართზე;
** დამონტაჟებული ტექნოლოგია არ უნდა გასხვისდეს და გადაადგილდეს ხუთი წლის მანძილზე;
** საგრანტო განაცხადის წარდგენის პროცედურები

საგრანტო განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geo.org.ge

საგრანტო კონკურსში მონაწილე იურიდიულმა პირებმა კონკურსის პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** საგრანტო განაცხადი - შევსებული განაცხადის ფორმა და პროექტის ბიუჯეტი (თანდართული ფორმატის მიხედვით)
** იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ვებ გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/) - უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის ამონაწერი
** სასტუმროს და მისი სახურავის ვიზუალიზაცია (ფოტომასალა, გეგმა).

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული მისამართზე: info@geo.org.ge ამა წლის 31 მაისის 18 საათამდე.

განმცხადებელს საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის მანძილზე ექნება ვალდებულება წარმოადგინოს:

** ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ (შემოსავლების სამსახურიდან http://www.rs.ge)
** განახლებული ამონაწერი რეესტრიდან.
** და სხვა საჭირო დოკუმენტი/ცნობა ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში.

წარმოდგენილი განაცხადის შეფასება

განაცხადის შეფასება მოხდება კომისიის მიერ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** განაცხადი - პროექტის აღწერა (50%)
** ბიუჯეტის დასაბუთება (40%)
** შენობის მდგომარეობა ენერგეფექტურობის კუთხით (10%)

წარმოდგენილ საგრანტო განაცხადებს GEO გამოიყენებს მხოლოდ კონკურსის მიზნებისთვის და მათ არ გადასცემს სხვა ორგანიზაციებს/პირებს. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ან/და დონორი ორგანიზაცია.

საკონტაქტო პირი - ნინო მალაშხია, პროექტის მენეჯერი;
საკონტაქტო მეილი: nino.malashkhia@geo.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე