Робота для біженців з України
ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1348

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის" გუნდში ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიაში შემოსული დოკუმენტაციის - ხელშეკრულებების, წერილების აღრიცხვა, ნუმერაციის მინიჭება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
** კომპანიაში შემოსული დოკუმენტაციის დაარქივება - ელექტრონულად და ფიზიკურად;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის (იჯარის, კომუნალური გადახდების, დასუფთავების და სხვა მომსახურებების დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, წერილების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვ.) მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა.
** ადმინისტრაციული ბრძანებების (დოკუმენტაციის დამტკიცების, ხელმოწერის დელეგირების, სასაჩუქრე ვაუჩერების) მომზადება, შესაბამისი ნუმერაციის მინიჭება, ხელმოწერების უზრუნველყოფა და რეესტრის წარმოება;
** გადარიცხვების მოთხოვნების შექმნა პროგრამა SAP-ში და ვადების კონტროლი;
** კომპანიის წერილების გაგზავნა;
** კომპანიის სტუმრების/პარტნიორების ვიზიტებისა და თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომლების საოფისე ინვენტარის მარაგების კონტრლი და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვის ორგანიზება; გადარიცხვის მოთხოვნების შექმნა და მონიტორინგი.
** თანამშრომლების მივლინების პროცესის დაგეგმვა, კოორდინირება და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** SAP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაშიდაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სექტემბრიდან მოიაზრება, გეზში რელოკაცია.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე