Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
შპს "ს მოტორს" 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

შპს "ს მოტორს" მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.

კომპანია "SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ოფისის მენეჯერი

მისამართი: ქ. თბილისი, გახოკიძის #4 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (სასურველი ანაზღაურება მიუთითეთ მეილის სათაურში))

სამუშაოს აღწერა:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
** კომპანიის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა - ოპერატიული რეაგირება;
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (ტექნიკური, სამეურნეო;
** საკანცელარიო, შრომის უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი);
** მიღებული და გაგზავნილი ხელშეკრულებების ორიგინალების კონტროლი; სერვერზე დაარქივება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაოს შინაარსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
** სხვა ორგანიზაციული საკითხები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება იდენტურ ან მსგავს პოზიციაზე 1 წელი
** MS Office პროფესიულ დონეზე ცოდნა

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება
** გასაუბრება ხელმძღვანელთან

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. მისამართზე: CV@smotors.ge და სათაურის ველში Subject მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ს მოტორს"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე. რეზიუმე ინახება გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

გისურვებთ წარმატებას!

შპს "ს მოტორს" - ხარისხი დეტალებშია!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე