დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სმოტორსი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
შპს "ს მოტორს" 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
შპს "ს მოტორს" მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.
კომპანია "SMOTORS" აცხადებს შპს "ს მოტორს", შპს "სმგ", შპს "სანე" და შპს "ლთგ"-სათვის ვაკანსიას თანამდებობაზე: HR მენეჯერი.
მისამართი: ქ. თბილისი, გახოკიძის #4 (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (სასურველი ანაზღაურება მიუთითეთ მეილის სათაურში)
სამუშაოს აღწერა:
** კომპანიაში არსებული ადამიანური რესურსის კონტროლი;
** თანამშრომელთან დაკავშირებული ყველა პროცესის მართვა;
** ბრძანებების, შრომითი ხელშეკრულებების, მომსახურების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვ. ადმინისტრირება (არსებული შაბლონების გამოყენება, რეესტრის წარმოება);
** პირადი საქმეების მართვა;
** სამუშაო დროის აღრიცხვა, სისტემაში რეგისტრაცია და ტაბელის წარმოება;
** შვებულების, მივლინების, ბიულეტინის, სავალდებულო დაზღვევის და სხვ. ადმინისტრირება;
** კორპორატიული სატელეფონო ბაზების ადმინისტრირება (ჩართვა, გამორთვა, ამონაწერის მიღება);
** სამუშაო ანალიზის ჩატარება;
** ხელფასების ადმინისტრირება;
** ვაკანსიის აღწერილობების შექმნა, გამოქვეყნება;
** შერჩევის სრული ციკლის მართვა;
** აუთსორს კომპანიების მუშაობის კონტროლი (IT, მარკეტინგი, დეკლარანტი, დაცვა);
** კორესპონდენციის მართვა (შემოსული და გამავალი წერილების სკანირება და ბაზაში ასახვა);
** სარეკლამო და საოფისე სახარჯი მასალის შეკვეთა მოთხოვნისამებრ;
** რადიო მაუწყებლებთან პერიოდული კომუნიკაცია და სარეკლამო შეთავაზების ადმინისტრირება;
** საჭიროებისამებრ, მომწოდებლებთან უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული) კომუნიკაცია;
** საჭიროებისამებრ, მანქანების GPS მონაცემების კონტროლი;
** პერიოდული კმაყოფილების კვლევა;
** თანამშრომლების პერიოდული შეფასება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება იდენტურ ან მსგავს პოზიციაზე 2 წელი
** MS Office პროფესიულ დონეზე ცოდნა
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება
** გასაუბრება ხელმძღვანელთან
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. მისამართზე: CV@smotors.ge და სათაურის ველში Subject მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი ანაზღაურება.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "ს მოტორს"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე. რეზიუმე ინახება გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
გისურვებთ წარმატებას!
შპს "ს მოტორს" - ხარისხი დეტალებშია!
|
|
|
|