Робота для біженців з України
ცვლის მენეჯერი - სარფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის მენეჯერი
მომწოდებელი: დანკინ`
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ამერიკული რესტორნების ქსელი "Dunkin`" ეძებს ახალ თანამშრომლებს ცვლის მენეჯერის პოზიციაზე სარფში.

სხვა ვაკანსიების სანახავად გადადით ლინკზე: https://dd.ge/job-openings/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების/ცვლის მართვა;
** ყოველდღიურად რესტორნის გახსნისა და დახურვის პროცედურებს შესრულება;
** მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქტის ხარისხის, ეფექტური მომსახურებისა და სისუფთავის უზრუნველსაყოფად;
** სალარო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის კონტროლის პროცედურების დაცვა.
** ჩართულობა პროდუქციის მომარაგების და დასაწყობების პროცესში დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** მონაწილეობა დაქვემდებარებული თანამშრომლების ტრენინგის პროცესში

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში.

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@dd.ge

** აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე