Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო Twenties
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სასტუმრო "Twenties" ძველი თბილისის შუაგულში, ისტორიულ ადგილას მდებარეობს და შექმნილია ოციანი წლების კულტურის შთაგონებით. სიმყუდროვე, სიმშვიდე, დახვეწილი ინტერიერი და ტერასა ის განსაკუთრებული ატრიბუტებია, რაც სასტუმროს გამორჩეულს ხდის, ხოლო სტუმრის გამოცდილებას - უნიკალურს.

სასტუმრო "Twenties" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;
** მიიღოს და განათავსოს ჯავშანი რესტორნის მაგიდებზე;
** იყოს მაქსიმალურად მოქნილი სამუშაო გრაფიკთან, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგის ჩანაცვლება;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hoteltwenties.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე