Робота для біженців з України
შესყიდვების ასისტენტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეოსთილი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "ჯეოსთილი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ასისტენტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: რუსთავი, დავით გარეჯის ქ. 36
განაკვეთი: სრული
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაქვემდებარება: ანგარიშვალდებულია შესყიდვების განყოფილების უფროსის წინაშე

თანამდებობრივი მოვალეობები:

** შესყიდვებთან და მომარაგებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესრულება;
** შესყიდვის ხელშეკრულებების მომზადება;
** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვის დავალების მომზადება, მომწოდებლებთან კომუნიკაცია საქონლის მიღების პროცესში;
** მიღებულ მასალების მონაცემების აღრიცხვა პროგრამაში;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** კომუნიკაბელურობა;
** სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geosteel.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე