Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნეროლაინი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "ნეროლაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება
** ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება
** სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება მათთან;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი, სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში)
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა
** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
** პუნქტუალურობა
** ეფექტური მოლაპარაკებების და კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტულობა
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი გაყიდვებიდან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Tamta@nerolines.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე