Робота для біженців з України
სწავლება-სწავლის ექსელენს ცენტრის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სწავლება-სწავლის ექსელენს ცენტრის უფროსი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
ალტე უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სწავლება-სწავლის ექსელენს ცენტრის უფროსის პოზიციაზე.

ფუნქციები/პასუხისმგებლობები:

** სასწავლო პროცესში სწავლება-სწავლის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა;
** პროგრამების განმახორციელებლებისთვის, სწავლება-სწავლის მეთოდოლოგიის დანერგვისთვის აუცილებელი უნარებისა და საჭიროებების დადგენა და მეთოდოლოგიის შემუშავება;
** უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესის სისტემატური მონიტორინგი და შეფასება, ურთიერთდასწრებისა და სააუდიტორიო მუშაობის დაგეგმვა, მართვა და შეფასების მონიტორინგი;
** ახალი პროგრამების გაშვებისა და არსებული პროგრამებში ცვლილების პროცესში ჩართულობა;
** საერთო საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების კურიკულუმების განვითარება განმახორციელებლებთან ერთად, საგნების განმახორციელებლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება, საგნების ცხრილების შედგენა/სასწავლო პროცესის ანალიზი, ლექტორების დატვირთულობის მონიტორინგი;
** პროგრამების ჭრილში, სტუდენტთა კონტიგენტის დაგეგმვის მეთოდოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავსი მიმართულებით, საგანმანათლებლო სფეროში მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word, PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე);
** პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების უნარი;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობა;
** ემპათიურობა და მეგობრულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 მაისი

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე