Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

"OnePrice" არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე ჩვიდმეტი ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** სალაროზე მუშაობის ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
** მომხმარებელზე ფოკუსირება;
** ინტენსიური მუშაობის სურვილი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და განთავსება შესაბამის ადგილას;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიაროს კონსულტაცია ზემდგომ პირთან, რათა შეუფერხებლად გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, შევსება, აღწერა და მოწესრიგება, კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის ცოდნა და წარმოდგენილი პროდუქციის კონტროლი;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** სალაროსთან და ზოგადად გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

სამუშაო პირობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება - ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები);
** თავის გამოჩენის შემთხვევაში დაწინაურება + ბონუსები (გაყიდვებიდან და მონდომებული მუშაობიდან გამომდინარე).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: leli@oneprice.ge ან n.gvaramadze@oneprice.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე