Робота для біженців з України
პრობლემური ავტო სესხების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური ავტო სესხების ექსპერტი
მომწოდებელი: ტექნოკრედიტი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ტექნოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური ავტო სესხების ექსპერტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი ხელზე ასაღები + (საბონუსე სისტემა 400-500 ლარი)
ვებ-გვერდი: https://technocredit.ge
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მის პასუხისმგებლობაში არსებული ვადაგადაცილებული, ასევე სამართალწარმოება დაწყებული ავტო სესხების მართვა/დამუშავება.
** პრობლემურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათთან მოლაპარაკების წარმოება.
** ვადაგადაცილებულ სესხებზე გადახდების კონტროლი.
** ვადაგადაცილებული პორტფელის ყოველდღიური მონიტორინგი.
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოს და მიღებული შედეგების შესახებ.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2024 წლის 25 მაისამდე. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე