Робота для біженців з України
ქცევითი თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია "შავნაბადა", აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვის შეფასება, საჭიროებების დადგენა და სამუშაო გეგმის დაგეგმვა სუპერვაიზორთან ერთად;
** ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შემუშავება, განხორციელება, ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიების ჩატარება;
** მშობლისა და მასწავლებლის გაძლიერება შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სერტიფიკატი ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსში;
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპების ცოდნა;
** თერაპევტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

თუ თვლით, რომ თქვენი განათლება და გამოცდილება შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@shavnabada.edu.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ "ქცევითი თერაპევტი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე