Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

Lemondo დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ პროექტი როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის (TKT.GE, SAQME.GE, House.ge, Domenebi.ge, ...) ასევე მსოფლიო ბაზრისთვის (მობილური აპლიკაციები, მობილური თამაშები, PS4 და ნინტენდო პლატფორმის თამაშები..).

ძირითადი მოვალეობები:

შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართულად საუბარი
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** განვითარების სურვილი

სამუშაო განაკვეთი:

ღამის ცვლა 01:00 დან - 07:00 მდე
სამუშაო ადგილი: დისტანციური
ანაზღაურება: ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურებით + დაზღვევა.

შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, პირველადი გასაუბრების შემდეგ. "ლემონდუ"-ს მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თუ ხართ მოტივირებული, გაგაჩნიათ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციური პროდუქტების შექმნაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com და Subject-ად მიუთითეთ "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე