Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: რუმბოქსი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"რუმბოქსის" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს - პროექტის მენეჯერს!

"ROOMBOX" აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://roombox.ge/

შენთვის საინტერესო დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე
** ანაზღაურება: 1500 -2000 ლარი + ბონუსი
** სამედიცინო დაზღვევა;
** სატელეფონო ლიმიტი;
** ანაზღაურებადი შვებულება: 24 სამუშაო დღე

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
** განვითარების პერსპექტივას;
** საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.

თუ ამ ჩამონათვალის კითხვისას საკუთარ თავს ამოიცნობ, სწორედ შენ გვჭირდები:

** პროექტის/წარმოების დეტალური დაგეგმვა, პროცესებისა და ყველა საჭირო სტრუქტურული ერთეულის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
** პროექტის მართვა შეთანხმებული გრაფიკითა და ბიუჯეტით; სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის მომზადება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი პოტენციური მომწოდებლების გამოსავლენად; მომწოდებელთა ბაზის წარმოება; ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკება და გარიგების ფორმალიზება;
** მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
** კომპანიის ობიექტების მონიტორინგი; ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და რეპორტინგი;
** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან.

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.roombox.ge/Projectmanager/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე