Робота для біженців з України
სამეურნეო საწყობის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო საწყობის უფროსი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სამეურნეო საწყობის უფროსის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ანაზღაურება: (ფიქსირებული) 1, 750.00 ლარი; (დარიცხული)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცენტრალურ საწყობთან დროული და ოპერატიული კომუნიკაცია მარაგების შევსებაზე, საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით;
** მიღებული მარაგებისა და მომსახურების მიღება, ჩაბარება, აღრიცხვა, საწყობში განლაგება, მომთხოვნისთვის მიწოდება, მიღება-ჩაბარების აქტების გადამოწმება/გაფორმების უზრუნველყოფა და ხელმოწერა;
** მარაგების ნაშთების კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების გადამოწმება/დადარება და სიზუსტის უზრუნველყოფა;
** შესაბამის პროგრამაში, არსებული ნაშთების ჩამოწერა და ნაშთების შესახებ რეპორტინგი;
** შესრულებული მიღებული საქონლის/მომსახურების დოკუმენტაციის წარმოება და მიწოდება საფინანსო მიმართულებისთვის/ბუღალტერიისთვის;

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

** აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
** აქვს შედეგზე ორიენტირი

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე careers@cmchospital.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე