Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Yanbada
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
შპს "Yanbada" არის საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვის ერთ-ერთი მსხვილი, მზარდი და ეფექტურად განვითარებადი ციფრული პლატფორმა. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი.
გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი.

ხელფასის გაზრდის პერსპექტივითა და საბონუსე სისტემით, კომპანიის განვითარების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების
შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საბუღალტრო რეპორტების შედგენა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების
ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel და სხვა);
** აუცილებელია უცხო ენის - რუსულის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** Day off (შვებულების გარდა - წელიწადში 10 დღე);
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტო სურათით) გამოგვიგზავნოთ ელ.
ფოსტაზე: Yanbadaltd@gmail.com. სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელფოსტაზე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ
შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "იანბადას" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე