Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ღვინის ვაჭრები
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
ღვინის ბარი და მაღაზია "ღვინის ვაჭრები" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხიმგებლიან, ორგანიზებულ გუნდის წევრს.

მოთხოვნები:

** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ინგლისური ენა აუცილებელია)
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
** MS Excel-ის ცოდნა
** მსგავს სფეროში ან სერვისში გამოცდილება იქნება პრიორიტეტი

მოვალეობები:

** პროგრამის მართვა და კონტროლი
** სალაროს და ქეშის კონტროლი
** ნაშთების/ინვენტარის კონტროლი და აღრიცხვა
** კლიენტების მომსახურება და კონსულტაცია ღვინის საკითხებთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების მიღება და უზრუნველყოფა)
** მომსახურე პერსონალის მართვა და სერვისის კონტროლი
** პროგრამული ხარვეზების დროული გამოსწორება
** ჯავშნების მიღება, პოტენციურ კლიენტებთან/სტუმრებთან ურთიერთობა
** ღვინის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების გაკეთება
** სამზარეულოს მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების გაკეთება
** ღონისძიებების და ღვინის დეგუსტაციების ორგანიზება გუნდთან ერთად
** ბუღალტერიასთან აქტიური კომუნიკაცია
** კლიენტების რაოდენობის და გაყიდვების ზრდის მიმართულებით აქტიურად მუშაობა.
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგის მიწოდება დამფუძნებლებთან

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება:

იქნება ფიქსირებული ხელფასი და დამატებით + საბონუსე სისტემა, რაც იქნება კანდიდატის მთავარი მოტივაცია:

** ფიქსირებული 1300 ლარი ნეტ
** დამატებით თვიური ნეტ შემოსავლის პროცენტი %
** უფასო კვება, ღამის საათებში უფასო ტრანსპორტირება

შეგიქმნით პოზიტიურ გარემოს და განვითარების პერსპექტივას. გვექნება სიახლეები და საინტერესო პროექტები.

CV შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ჩვენს Mail-ზე: winemerchantstbilisi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე