Робота для біженців з України
სოციალური მედიამენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიამენეჯერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება)

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მედია გეგმის და ბიუჯეტის შექმნა კომპანიაში შემავალი ბრენდების სტრატეგიის შესაბამისად;
** მედია გეგმის მიხედვით კამპანიების შექმნა სოციალურ მედია არხებში - Facebook, Instagram, Google, (საჭიროების შემთხვევაში სხვა პლატფორმებზე);
** სამიზნე აუდიტორიის, არხებისა და ამოცანების სწორად განსაზღვრა;
** მიმდინარე კამპანიების მონიტორინგი, რეკლამის ეფექტურობის გაზომვა, ანალიზი, შედეგების წარდგენა ხელმძღვანელთან;
** ციფრული მედიისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოპტიმალურად მართვა, ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** Meta / Business Manager / Ads. Manager - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Google Ads, Google Analytics - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** SEO / SEM - ის ოპტიმიზაცია ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე