Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.

ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/

"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის გახსნა/დაკეტვის მონიტორინგი;
** თანამშრომლების შემოწმება ობიექტზე გამოცხადებისას/გასვლისას;
** აკრძალული ნივთების შემოტანის მონიტორინგი;
** მაღაზიის ტერიტორიაზე კონფლიქტური სიტუაციის შემთხვევაში მისი მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის 36
** სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, 09:00-დან 21:00-მდე;
** ანაზღაურება: 700 ლარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე