Робота для біженців з України
B2B ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ეიესბისი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
შემოგვიერთდით "ASBC"-ში B2B ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

ASBC - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller-ი საქართველოში!

ჩვენ 8 ქვეყანაში 25+ წელია წარმატებით ვმოღვაწეობთ!

შემოგვიერთდი ფინანსურად მყარ, სწრაფად მზარდ, საერთაშორისო კომპანიაში, სადაც შეძლებ კარიერულად განვითარდე!

ჩვენ გთავაზობთ:

** ფინანსურად ძლიერ, სწრაფად მზარდ მრავალეროვნულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
** მუდმივი კომუნიკაცია პროფესიონალთა გუნდებთან
** საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობები
** ხელმისაწვდომობა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: ტრენინგები, სასერტიფიკაციო პროგრამები, ღონისძიებები და Team Building-ი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სახლიდან მუშაობის ვარიანტი
** კონკურენტული სახელფასო პაკეტი და საბონუსე სისტემა
** კორპორატიული საჩუქრები
** სპეციალური ფასები კომპანიის პროდუქტებზე

ფუნქციური პასუხისმგებლობა:

ძირითადი კორპორატიული ბიზნესის ინდიკატორების მიზნების მიღწევა:

** მიზნობრივი მარჟისა და გაყიდვების მოცულობის კონტროლი, საკრედიტო პარტნიორებისგან დებიტორული დავალიანების დროული დაფარვის უზრუნველყოფა.
** გაყიდვების განვითარება, კორპორატიული გაყიდვების ზრდისა და მომგებიანობის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ახალი კლიენტების აქტიური ძიება, არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
** კომპანიის ბიზნესსა და კლიენტებზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი
** კლიენტთან პარტნიორობის განვითარების გეგმის შემუშავება, კლიენტისთვის შეთავაზებული სერვისებისა და პროდუქტების ნაკრების განსაზღვრა, შეთავაზებების პრიორიტეტის, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა; თითოეული პროდუქტისთვის კლიენტის მხარეს საკონტაქტო პირების სიის შექმნა.
** ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ბაზრის ანალიზი, პროდუქციის სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების და მათი დაკმაყოფილების გზების განსაზღვრა
** მომხმარებლის განვითარების გეგმის შედგენა (Key Account Plan)
** კომპანიის მომსახურების შეთავაზებების შემუშავებაში მონაწილეობა
** მარკეტინგული საქმიანობის განვითარებაში მონაწილეობა
** კლიენტებთან და დისტრიბუტორებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება
** მომხმარებლისთვის ტექნიკური წინასწარი კონსულტაციების ჩატარება
** ტექნიკური მახასიათებლების მომზადება.

კვალიფიკაცია და უნარები:

** 1-3 წლიანი დადასტურებული გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში აუცილებელია
** დეტალებისადმი ყურადღების მაღალი დონე, მათ შორის მულტითასქინგი, კონკურენტული პრიორიტეტების ერთდროულად მართვის უნარი
** კრეატიული და სტრატეგიულად აზროვნების უნარი
** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი შედეგზე ორიენტირებული, სიზუსტე, სწრაფი ათვისების უნარი და დარგისადმი სიყვარული
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: l.mzhavia@asbc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე