Робота для біженців з України
სექტორის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სექტორის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში სექტორის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მომსახურების მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების დადგენა და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას ხელოსნის კონსულტირება საჭიროების შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორში მომუშავე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ავტოსფეროში სერვისის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განცხადების სრული ტექსტის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1346

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე