Робота для біженців з України
რეგისტრატურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატურის მენეჯერი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატურის მენეჯერის პოზიციაზე.

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგისტრატურის განყოფილების ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** თანამშრომლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა, ტრენინგების ორგანიზება;
** პაციენტებისათვის პროგრამულად გაწეული სამედიცინო მომსახურების სრული ციკლის კონტროლი;
** ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და დაარქივება;
** სალაროს შემოსავლებისა და მათი პროგრამულად რეგისტრაციის პროცესის მონიტორინგი;
** თანამშრომლების მორიგეობის განრიგის შედგენა და კონტროლი;
** რეგისტრატურაში ფინანსური შემოსავლების ყოველდღიურად კონტროლი;
** რეპორტინგის წარმოება, უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშის წარდგენა დადგენილი წესის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
** ICD10/NCSP საერთაშორისო კლასიფიკატორების საფუძვლიანი ცოდნა;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე