Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ჩვენს შესახებ:

მოგესალმებით "ibis თბილისის აეროპორტის" სახელით, რომელიც თბილისის სიცოცხლით სავსე სტუმარმასპინძლობის გარემოში უახლესი დანამატია. ჩვენი სასტუმრო, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის კომფორტულად განთავსებული, 72 თანამედროვე ოთახს და ნომერს იტევს. სასტუმროს ნომრების დიზაინში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ისე დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურებისათვის. სასტუმროს შენობაში განთავსებულია ელეგანტური ბარი, რესტორანი მიმზიდველი გარე ტერასით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთხი უნივერსალური ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმრებს ჰარმონიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ ახალი სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებაში;
** კონკურენტული ხელფასი და "ბენეფიტების" პაკეტი;
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** მხარდამჭერი სამუშაო კულტურა, სადაც პატივს სცემენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულობასა და ინოვაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე jobs@fujin.ge. არ დაგავიწყდეთ პოზიციის მითითება წერილის საგნად, სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!

განცხადება: ჭურჭლის მრეცხავი

ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

** ჭურჭლის და მოსახმარებელი ინვენტარის, ხელსაწყოების გარეცხვა და შესაბამის ადგილზე დასაწყობება.
** სამზარეულოს დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა, დეზინფექცია.
** სამზარეულოსა და საწყობის ტერიტორიებზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
** გამწოვი დანადგარების გეგმური დასუფთავება.
** გუნდური მუშაობა და განყოფილების თანამშრომლებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენები: ქართული, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ჰიგიენის ნორმების ცოდნა.
** ქიმიკატების მიმართ არააალერგიულობა.
** საჭირო აღჭურვილობის სწორი და უსაფრთხო გამოყენება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე