Робота для біженців з України
შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ჩვენს შესახებ:

მოგესალმებით "ibis თბილისის აეროპორტის" სახელით, რომელიც თბილისის სიცოცხლით სავსე სტუმარმასპინძლობის გარემოში უახლესი დანამატია. ჩვენი სასტუმრო, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის კომფორტულად განთავსებული, 72 თანამედროვე ოთახს და ნომერს იტევს. სასტუმროს ნომრების დიზაინში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ისე დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურებისათვის. სასტუმროს შენობაში განთავსებულია ელეგანტური ბარი, რესტორანი მიმზიდველი გარე ტერასით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთხი უნივერსალური ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმრებს ჰარმონიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ ახალი სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებაში;
** კონკურენტული ხელფასი და "ბენეფიტების" პაკეტი;
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** მხარდამჭერი სამუშაო კულტურა, სადაც პატივს სცემენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულობასა და ინოვაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე jobs@fujin.ge. არ დაგავიწყდეთ პოზიციის მითითება წერილის საგნად, სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!

განცხადება: შეფ დე პარტიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე