Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ჩვენს შესახებ:

მოგესალმებით "ibis თბილისის აეროპორტის" სახელით, რომელიც თბილისის სიცოცხლით სავსე სტუმარმასპინძლობის გარემოში უახლესი დანამატია. ჩვენი სასტუმრო, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის კომფორტულად განთავსებული, 72 თანამედროვე ოთახს და ნომერს იტევს. სასტუმროს ნომრების დიზაინში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ისე დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურებისათვის. სასტუმროს შენობაში განთავსებულია ელეგანტური ბარი, რესტორანი მიმზიდველი გარე ტერასით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთხი უნივერსალური ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმრებს ჰარმონიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ ახალი სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებაში;
** კონკურენტული ხელფასი და "ბენეფიტების" პაკეტი;
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** მხარდამჭერი სამუშაო კულტურა, სადაც პატივს სცემენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულობასა და ინოვაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე jobs@fujin.ge. არ დაგავიწყდეთ პოზიციის მითითება წერილის საგნად, სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!

განცხადება: ბარმენი

ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

** ბარმენი პასუხისმგებელია სტუმრებისთვის სასმელების მომზადებასა და მომსახურებაზე. მან უნდა შეძლოს ინგრედიენტების შეზავება და შეთავსება კლასიკური და ახალი სასმელების შესაქმნელად, სტუმრის მოთხოვნებიდან და მოლოდინიდან გამომდინარე. ბარმენის მიზანია შევიდეს სტუმართან ინტერაქტივში და დარწმუნდეს, რომ სტუმრებმა მიიღეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება ბარში ან ლაუნჯში ყოფნისას.
** უნდა წარმოაჩინოს სასმელი პროდუქციის, მენიუების და მათთან დაკავშირებული აქციების კარგი ცოდნა.
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება სხვადასხვა კოქტეილებისა და სპეციალიზებული სასმელების, დადგენილი რეცეპტების და სტანდარტების მიხედვით.
** უზრუნველყოს სამუშაო ადგილის სისუფთავე
** მარაგების შევსება და კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული (B2, C1 დონე).
** დროის მართვის უნარი.
** ორიენტირებული სტუმრების მომსახურებაზე და შედეგებზე.
** თვითმოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე