Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ბეღელი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
სურსათის მაღაზიათა ქსელი "ბეღელი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტების მიღება, გაანალიზება და შესაბამისი დამუშავება;
** შეკვეთების მიღება;
** რეალიზებული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** ზედნადების ფორმირება და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** ზედნადებების კორექტირება;
** RS.GE პორტალზე მუშაობა, მათ შორის, თანამშრომლებთან შრომითი ურთიერთობის არსებობა არარსებობის შესახებ ინფორმაციის რეგულარული გადაგზავნა;
** მარაგების ინვენტარიზაციის შედეგების ასახვა და წარდგენა ხელმძღვანელისათვის;
** თანამშრომლების ასახვა პროგრამაში;
** საწყობებს შორის ნაშთების გადატანა და კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. გორი, სურსათის მაღაზიათა ქსელი "ბეღელი"
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - კვირაში 40 საათი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე v.osishvili22@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი".

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე