Робота для біженців з України
დასუფთავების განყოფილების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების განყოფილების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ჩვენს შესახებ:

მოგესალმებით "ibis თბილისის აეროპორტის" სახელით, რომელიც თბილისის სიცოცხლით სავსე სტუმარმასპინძლობის გარემოში უახლესი დანამატია. ჩვენი სასტუმრო, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის კომფორტულად განთავსებული, 72 თანამედროვე ოთახს და ნომერს იტევს. სასტუმროს ნომრების დიზაინში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ისე დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურებისათვის. სასტუმროს შენობაში განთავსებულია ელეგანტური ბარი, რესტორანი მიმზიდველი გარე ტერასით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთხი უნივერსალური ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმრებს ჰარმონიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ ახალი სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებაში;
** კონკურენტული ხელფასი და "ბენეფიტების" პაკეტი;
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** მხარდამჭერი სამუშაო კულტურა, სადაც პატივს სცემენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულობასა და ინოვაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე jobs@fujin.ge. არ დაგავიწყდეთ პოზიციის მითითება წერილის საგნად, სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!

განცხადება: დასუფთავების განყოფილების სუპერვაიზერი

ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

** დასუფთავების განყოფილების თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის შედგენა, მართვა და მონიტორინგი. ოთახების და საზოგადოებრივი ადგილების დალაგების ხარისხის შემოწმება.
** განყოფილების საერთო საქმიანობის კოორდინირება და მეთვალყურეობა;
** განყოფილების კოორდინაცია სხვა განყოფილებებთან.
** ცვლის მანძილზე წარმოშობილი პრობლემების მოგვარება;
** სამუშაო მარაგის შემოწმება; და ინვენტარიზაციებში ჩართულობა
** ყოველდღიური და გენერალური დალაგების დაგეგმვა და განხორციელება;
** საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სასტუმრო ფართის დასუფთავების კონტროლი სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** დაკარგული ნივთების მართვა და პროცედურული უზრუნველყოფა
** თანამშრომლებზე დახმარება სწავლებებში. ზედამხედველობა შეუსრულებელი სამუშაოს სწორად გადანაწილებაში.
სხვა ადმინისტრაციული საკითხები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ენები: ქართული, ინგლისური (B2, დონე).
** ძირითადი კომპიუტერული უნარები.
** დროის მართვის უნარი.
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
** ორიენტირებული სტუმრების მომსახურებაზე და შედეგებზე.
** თვითმოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე