Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მინიმარტს
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
კომპანია "მინიმარტს" საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270 - მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.

კომპანიაში ახლა მიმდინარეობს რე-ბრენდინგი, ასევე იცვლება ბიზნეს სტრატეგია. მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია ახალი დიზაინისა და ტიპის ჯიხურების განთავსება, ასევე არსებულის ახლით ჩანაცვლება.

ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.

ვის ვეძებთ? ვეძებთ ადამიანს, რომლისთვისაც ორგანულია მომხმარებელთა მომსახურება კეთილგანწყობილი მანერით, არის მოტივირებული შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და დაეხმაროს ორგანიზაციას მიზნების მიღწევაში.

პოზიციის დასახელება: კონსულტანტი;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 08:00-20:00 საათამდე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ჯიხურის პროდუქციის რეალიზაცია;
** ჯიხურის მომხმარებლების მომსახურება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** ჯიხურის გახსნა და დახურვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** სალაროს ოპერაციების წარმართვა;
** საკვები პროდუქტების ვადის და შენახვის პირობების დაცვა;
** ჯიხურის სამუშაო გარემოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

გეძებთ თქვენ, თუ თვლით რომ გაქვთ:

** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე;
** ხარ კეთილგანწყობილი და გიყვარს მომხმარებლებთან ურთიერთობა.

რას გთავაზობთ?

** სახლის სიახლოვეს დასაქმების შესაძლებლობას;
** ადგილზე სამუშაოს დაუფლების შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე: vacancy@minimarts.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონსულტანტი".

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე