Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ლაბლაინი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანია "ლაბლაინი" წარმოადგენს ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს.
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

ძირითადი მოთხოვნებია:

** კომუნიკაბელურობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიზისა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** აუცილებელია : B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია: საკუთარი ავტომობილი. (საწვავს და ცვეთის ხარჯებს ანაზღაურებს დამსაქმებელი).

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ ობიექტებთან თანამშრომლობა;
** ახალი ობიექტების მოზიდვა;
** პროდუქციის პრეზენტაცია;
** შეკვეთების მიღება;
** ქსელის ანალიზი;
** ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი - 10:00- 19:00
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში (1 თვე) - 1, 000 ₾; შტატში - 1, 500 ₾ (+ ბონუსი გეგმის შესრულების მიხედვით)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@labline.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (სავაჭრო წარმომადგენელი), წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!

რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

მონაცემები შპს "ლაბლაინი"-ს ბაზაში შეინახება 1 წლის განმავლობაში, კანდიდატების შერჩევის პროცესში გამოყენების მიზნობრიობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე