Робота для біженців з України
ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია, შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://diplomatholding.com.ge/

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების: Excel/PowerPoint- მაღალ დონეზე (აუცილებელია)
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება გაყიდვების გუნდისთვის;
** შემაჯამებელი რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** გაყიდვების სტრუქტურის ანალიტიკა, ძლიერი და სუსტი მხარეების მათემატიკური გამოვლენა, ციფრებში ასახვა და საქმიანობის ეფექტურობის განსაზღვრა - ბრენდების და პროდუქტების დონეზე;
** რეპორტინგი მომწოდებლებთან;
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
** თანამშრომელთა საჭიროებებზე დროული რეაგირება ანალიტიკური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში

პიროვნული უნარები და თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@holding.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე