Робота для біженців з України
შეფ მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ორო
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
რესტორნების ქსელ "ოროში", რომელშიც წარმოდგენილია ქართული სამზარეულო, შექმნილი ჩვენი გამოცდილი შეფმზარეულების მიერ, გვაქვს შეფ მზარეულის ვაკანსია.

სამუშაო ადგილი - თბილისი (მარჯანიშვილის #5)
სამუშაო განაკვეთი - სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ახალი რეცეპტურების შემუშავებისას გადამუშავებული პროდუქტის კოეფიციენტისა და ნაშთების ცოდნა;
** ობიექტზე არსებული რეცეპტურების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება;
** ინვენტარიზაციის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება, კონტროლი და ინვენტარიზაციის შედეგებზე ანგარიშვალდებულება ფინანსურ დეპარტამენტთან.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "შეფ - მზარეული - ორო".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე