Робота для біженців з України
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
შპს "ამბოლი" წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი 22დ.
სამუშაო გრაფიკი - შაბათი - კვირა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
** სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ნაღდ ვალუტასთან მუშაობის უნარი;
** აუცილებელია ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია აზერბაიჯანული ენის მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სარეზერვო მოლარე-ოპერატორი - ქ. გორი.

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე