Робота для біженців з України
ავეჯის შოურუმის კონსულტანტი - საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის საუკეთესო ხარისხს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას. კომპანია მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდების "Bosch"-ის და "Gorenje"-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

სს "ელიტ ელექტრონიქსის" საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა, შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.

პოზიციის დასახელება: ავეჯის შოურუმის კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის დახვედრა და ავეჯის შოურუმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა ავეჯის შერჩევის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ და რუსულ ენაზე)
** შერჩეული დიზაინისთვის შესაბამის მასალაზე კონსულტაცია, რეკომენდაციის გაწევა
** შოურუმში არსებული პროდუქციის სწორი განლაგება და კონტროლი
** შოურუმში პროდუქციის ფასმაჩვენებლების მოწესრიგება, პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა (ამობეჭდვა, განთავსება)
** შოურუმში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა
** შოურუმში დასადები ნივთების კონტროლი (საწყობში არსებობის შემთხვევაში, მათი მაღაზიაში გატანა და განთავსება)
** ახალი მოდელების ძირეული შესწავლა
** შოურუმიდან გაყიდული პროდუქციის შემოწმება
** ნივთის გაფორმება, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში 1-წლიანი გამოცდილება, ავეჯის სფეროში გამოცდილება სასურველია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე)

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** დარწმუნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე