Робота для біженців з України
ელ.შემდუღებელი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელ.შემდუღებელი
მომწოდებელი: ასპ-გრუპი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ელ.შემდუღებლის პოზიციაზე პატარა ფოთში.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა საშემდუღებლო სამუშაოების განხორციელება;
** შრომის უსაფრთხოების წესების შესრულება დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ჟანგბადის აპარატთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და პროფილის შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2024 წლის 26 მაისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე