Робота для біженців з України
რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: დისტანციური ან ჰიბრიდული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო სტანდარტების, საერთაშორისო ნორმების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა;
** ტექნოლოგიური ბარათების შემუშავებასა და რეცეპტების გაწერაში მონაწილეობის მიღება;
** პროცესების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** რძის პროდუქტების სრულყოფილი ტექნოლოგიების ცოდნა;
** წარმოების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა;
** წარმოებაში წარმატებული პოლიტიკის გატარებასა და გზების მოძიებაში მონაწილების მიღება.
** ახალი ასორტიმენტის დანერგვა და მართვა;
** როდუქტების წარმოების ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი, რეცეპტურის მკაცრად დაცვა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ტექნოლოგიური პროცესის და არსებული კალკულაციების სრული სიზუსტით დაცვა და კონტროლი;
** საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** ტექნოლოგიური ბარათების შექმნის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვის, ორგანიზების და დროის გადანაწილების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე