Робота для біженців з України
ტექნიკოსი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ტექნიკოსს გორში.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
** ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
** პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
** ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
** ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია;
** საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა.

მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
** ენები: ქართული და რუსული კარგად;
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
** საცხოვრებელი ადგილი თელავი ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ავტომობილის დაზღვევას
** ავტომობილის იჯარას
** საკომუნიკაციო ხარჯებს
** Fitpass ბარათს
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით + ზეგანაკვეთური

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "ტექნიკოსი - გორი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე