Робота для біженців з України
საპარლამენტო სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საპარლამენტო სტაჟირება
მომწოდებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ეძებს გამორჩეული თვისებების მქონე მოხალისე სტაჟიორებს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ პარლამენტის ოფისში. სტაჟირება გამიზნულია აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი ორგანიზაციის მუშაობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ მის საქმიანობაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი; სამუშაო საათები განისაზღვრება სტაჟიორის განრიგის გათვალისწინებით.
ხანგრძლივობა: 3 თვე
ხელმძღვანელი: საპარლამენტო მდივანი

ძირითადი მოვალეობები:

** კანონპროექტების რეზიუმეს მომზადება;
** კანონპროექტების მონაცემთა ბაზის განახლება;
** კვლევის პროცესში მონაწილეობა;
** პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე დასწრება და მათ შესახებ ინფორმაციის მოწოდება;
** ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება.

შერჩეული სტაჟიორები იმუშავებენ უშუალოდ საპარლამენტო მდივანთან, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მათ მუშაობას. ისინი დაესწრებიან ტრენინგს და მიიღებენ სასარგებლო რჩევებს მათი პროფესიული განვითარებისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის სპეციალობის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ისე საუბარი);
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების და ბეჭდვის კარგად ცოდნა (Microsoft Word, Excel და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება);
** ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
** კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@transparency.ge

1. CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
2. სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული სტაჟირების პროგრამით (ქართულ ან ინგლისურ).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 მაისი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ "საპარლამენტო სტაჟირება".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე