Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ვაკე, ი. ჭავჭავაძის #74ა
გრაფიკი: სრული, ცვლებში

ძირითადი მოვალეობა:

** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** პროდუქტის ვადებისა და შენახვის წესების დაცვა;
** ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
** კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელ-ფოსტაზე: hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მზარეული).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე