Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მინიმარტს
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "მინიმარტს" 2022 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270 -მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.

ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

პოზიციის დასახელება: ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა-კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესყიდვის, გადაადგილების, ჩამოწერის ასახვა და კონტროლი სააღრიცხვო სისტემაში;
** რეალიზაციების და ხარჯების ასახვა სააღრიცხვო სისტემაში;
** საქვეანგარიშო პირებზე განაცემების დავალებების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.

გეძებთ თქვენ, თუ თვლით რომ გაქვთ:

** ბუღალტრად მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
** ფლობთ MS Excel - ს კარგად;
** გაქვთ უმაღლესი განათლება ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით;
** ფინასთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ? (ბენეფიტები):

** კორპორატიულ დაზღვევას
** ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე: vacancy@minimarts.ge

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე