Робота для біженців з України
ვებ დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ დიზაინერი
მომწოდებელი: ჯი ენ ელ
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შპს "ჯი ენ ელ" სავაჭრო ნიშნით "LOTTO.GE" აცხადებს ვაკანსიას ვებ დიზაინერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

განაკვეთი: სრული
მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზუალურად მიმზიდველი და ფუნქციონალური ვებ გვერდის შექმნა მომხმარებლების მოთხოვნილებებზე და პროექტის მიზნებზე დაყრდნობით;
** მენეჯერებთან და დეველოპერებთან კომუნიკაცია და სტანდარტული დიზაინის ხელსაწყოების მეშვეობით ვებსაიტზე მუშაობა;
** ვებ გვერდის დიზაინის ოპტიმიზაცია, განახლება და გაუმჯობესება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel Draw, HTML, CSS, JavaScript

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ პორტფოლიო, სადაც ნაჩვენები იქნება შესაბამისი სამუშაო ნიმუშები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge. წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
საქართველოს ეროვნული ლატარია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://lotto.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე