Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"აგროჰაბი" არის საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა წარმოება.

"აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ამისათვის საკმარისია: 

** იყოთ თავაზიანები და შრომისმოყვარეები;
** შეგეძლოთ გუნდურად მუშაობა;
** შექმნათ სამუშაო სივრცეში პოზიტიური გარემო;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტუდენტურ დაფინანსება წლიურად 1000 ლარის ოდენობით; 
** მზარდი საბონუსე სისტემა; 
** ჯანმრთელობის დაზღვევა; 
** ლოიალობა (სტაჟის ნამატი); 

გრაფიკი: დღეგამოშვებით 09:00-22:00; ან ყოველდღე, კვირაში ერთი დღე დასვენება, სამუშაო საათები: 09:00-15:30, 15:30-22:00

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე HR@agrohub.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ან დაგვიკავშირდით +995 591 03 26 26; +995 591 04 26 26; 591717542.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე