Робота для біженців з України
ERP მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 350 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.

სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას ERP მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:

1. ERP პროგრამის დანერგვის ეტაპებში ჩართულობა
2. პირველადი მონაცემების დამუშავება და პროგრამაში შეიმპორტება
3. საცალო ბაზების შექმნა და შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით პოსებზე დამატება
4. დამატებითი მოწყობილობების მიერთება (სკანერი, ფისკალური აპარატი, საბანკო ტერმინალები, სასწორები)
5. პროგრამის მომხმარებლების მხარდაჭერა
6. ჯგუფური დამუშავების ინსტრუმენტების ფლობა

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა - სავალდებულოა
** 1c ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი

ჩვენ გთავაზობთ:

** წამყვან კომპანიაში, გამოცდილ გუნდში მუშაობის გამოცდილება
** პოზიტიურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა
** ინოვაციური იდეების განხორციელების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ

დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე hr1@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "რითეილ ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე