Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "DNT Group" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1100 ლარი
სამუშაო დრო: 9:00-18:00, კვირის გარდა
სამუშაო ადგილი: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. 22

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მანქანის მართვის გამოცდილება მინ. 2 წელი
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ვალდებულებები:

** სასტუმროების პროდუქციით მომარაგება
** სასტუმროების ტექნიკური ინვენტარით მომარაგება
** საჭიროებისამებრ ინვენტარის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე
** შესყიდვების განხორციელება ინსტრუქციის მიხედვით
** სხვა საკურიერო საქმიანობა

უნარები:

** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტით შემდეგ მისამართზე: contact@dntgroup.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე