Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: კაფე ლიტერა
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
სს "ლიტერა" არის მუდმივად მზარდი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს შეფ მზარეულის - თეკუნა გაჩეჩილაძის რამდენიმე საავტორო პროექტს.

ვაკანსია: მიმტანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება;
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში;
** მენიუს სიახლეებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება;
** ინგლისური ენის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ერთჯერად უფასო კვებას, სამუშაო დღის განმავლობაში;
** ანაზღაურება: ცვლაში 50 ლარი (12 საათიანი გრაფიკი)
** ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
** ლოკაცია: მაჩაბლის 13 / კაფე ლიტერა

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: nanukialania1@gmail.com; cafelittera@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე