Робота для біженців з України
კურიერს საკუთარი ავტომობილით - თბილისი, ბოლნისი, დმანისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერს საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი კომბოს ან მინივენის ავტომობილით თბილისი - ბოლნისი - დმანისის მიმართულება.

აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ეკონომიური ავტომობილი ფურგონი, კომბო განიხილება სედანიც.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 50-60 + საწვავი;
** გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე, კვირაში 4 სამუშაო დღე, საჭიროების შემთხვევაში 5.

ძირითადი მოვალეობები: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად, მარნეული, ბოლნისი დმანისი, თეთრიწყარო წალკა.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან პირადი ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე: HR@easyway.ge;

სათაურის ველში არ დაგავიწყდეთ ვაკანსიის დასახელების "კურიერი ბოლნისში" მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე, მხოლოდ სამუშაო საათებში 591 00 55 79.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე