Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მისტერ მასტერი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://mrmaster.ge; https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ. # 24
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე;
ანაზღაურება: 900 ლარიდან (NET)

ჩვენ გთავაზობთ:

** მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** სტანდარტულ საკომპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** უმაღლესი განათლება, (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - HR@mrmaster.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. "ქოლცენტრის ოპერატორი "

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე